ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით 15 ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა. ანგარიში ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ერთობლივი ანგარიში ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების (EUROSAI) ეგიდით მომზადდა.
როგორც ანგარიშში წერია, საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში არ არის, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.
ანგარიშში ვხედავთ, რომ ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები შედარებით სუსტია და გაძლიერებას საჭიროებს. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან მეტი კოორდინაცია და ზედამხედველობაა საჭირო.
დაბინძურების მიზეზებია: ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირების პრობლემები, გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაკლოვანებები, არასაკმარისი კოორდინაცია, საუკეთესო პრაქტიკა, ზოგადი ანგარიში და ა.შ.