ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში მოკლული გოგონას დედა ბრალდებულ იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას დედა, ნათია ლალიაშვილი ბრალდებულ იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ცრუობს ჯანმრთელობაზე და წინაზეც ცრუობდა. მანიაკია და ხალხის ნერვებზე თამაშობს. პროცესის დახურვა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მოლოდონი მაქვს, რომ სამუდამო პატიმრობა მიესჯება ან სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რაც არ გვაქვს. უვადო პატიმრობას ველოდები“, – განაცხადა ნათია ლალიაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იაგო ნებიერიძე არ გამოცხადდა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მის გარეშე გრძელდება. მოსამართლის თქმით, ნებიერიძე ჯანმრთელია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....