ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ანდრიაძე: საჭიროა ბაგრატიონების ძვლების გენეტიკური კვლევის ჩატარება

ეთნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ანდრიაძის აზრით,  სპეციალური კვლევის გარეშე ბაგრატიონების სამეფო ოჯახის გენეტიკაზე საუბარი დაუშვებელია.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ამ თემაზე საუბარი დასრულდეს და ბოლო დროს დასმულ ყველა აქტუალურ კითხვას პასუხი გაეცეს, ბაგრატიონების ძვლების გენეტიკური კვლევის ჩატარებაა საჭირო. მხოლოდ კვლევის პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი მოხდეს მისი შედარება სამეფო ოჯახის მემკვიდრეების ანალიზთან.

„რა თქმა უნდა, ამას ვერანაირად ვერ დავადასტურებ, რომ ეს რაიმე კავშირშია სიხარულიძესთან. რახან ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა ამას მაინც უნდა დაზუსტდეს, რომ პირადად ბატონ ნუგზარისგან ჩვენ არ აგვიღია ეს ანალიზი. შვაბი, რომელიც არის ამ კვლევისთვის გამოყოფილი, ამერიკის ლაბორატორიაა ტეხასში, წაიღო შუამავალმა პიროვნებამ და მოგვიტანა მისგან ეს აღებული ანალიზი.

არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუ ახლა ჩვენ გვაინტერესებს უფრო ღრმა კვლევა და ჩვენ ცენტრს ნამდვილად აინტერესებდა ეს კვლევა, საჭიროა, ნამარხი ძვლების შესწავლა, რომელიც გითხარით, რომ ასტრახანში გვყავს ჩვენ ორი მეფე, თეიმურაზ მეორე და ვახტანგი. თეიმურაზ მეორე არის პირდაპირი შტო ამ კახეთის ხაზისა,“- განაცხადა ანდრიაძემ.

იტვირთბა....