ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერევანში, სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთში მდებარე სომხურ ეკლესიებზე ისაუბრა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში,.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა ეს ტერირია საქართველოსია და სუვერენობის ძალიან დიდ დარღვევას გულისხმობს.

,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.

ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

იტვირთბა....