საგანეგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სართიჭალაში, გომბორის საგუშაგოსთან ცეცხლი საწვავით დატვირთულ ავტომანქანას გაუჩნდა.
ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა 1200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.
“მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ავტომანქანა აფეთქებას გადაურჩა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.