ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურზე” – მეთოფიშვილი NGO-ებს აკრიტიკებს

სერგო მეთოფიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშშის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს და მათ ჭორების შეგროვებასა და ყალბი ანგარიშების მომზადებაში ადანაშაუებს:

“ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებს და სხვა პოლიტიზირებული NGO-ების, მე მათ პოლიტიზირებულ NGO-ებს ვეძახი. გიგაური, პრაქტიკულად, ავრცელებს ჭორებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ფანტაზიები მისი და მისი ჭორები. მე ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, მათ შორის რეალობაც ვიცი.

ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს, იმიტომ რომ პოლიტიზირებულია, უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამაშია საქმე. ეს არის ჭორების შეგროვება, კვლევა ამას არ ჰქვია, ეს არის Fake ანგარიშები, ვგულისხმობ NGO-ებს, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვებიან ,” – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა “რუსთავი 2-თან“.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემაც გააკეთა. მეთოფიშვილის მსგავსად, მიქაუტაძეც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს:

“პირდაპირ არის დასკვნაში ის წყარო მითითებული, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს. ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასაგები არის უკვე, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ.

ელექტრონული განაწილების სისტემაა მითითებული და მასში არსებული ხარვეზები და ეს თემა განხილული გვაქვს არაერთხელ და არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ განაწილების პროგრამაში ჩარევის რაიმე ფაქტი არსებობს არ არის წარმოდგენილი და ვერც იქნება, რადგან ასეთი ფაქტი არ არი“ – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე “რუსთავი2”-თან საუბრისას.

იტვირთბა....