ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კასპში, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის ორი მკვიდრი, 35 წლის ალან მარღიშვილი და 22 წლის გიორგი ჩიტიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა.

ისინი ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

იტვირთბა....