ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, მოსკოვში დიმიტრი ლორთქიფანიძე გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით ლექციას გამართავს

ხვალ, მოსკოვში, გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით დიმიტრი ლორთქიფანიძის ლექცია გაიმართება. დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის ხახელობის “ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორია. ლექციის თემაა “საქართველო არჩევანის წინ”.

გორჩაკოვის ფონდის გვერდზე, დიმიტრი ლორთქიფანიძის ფოტოს თან ერთვის ტექსტი:

“რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო? აქვთ თუ არა თბილისს და მოსკოვს კონსტრუქციული დიალოგის შანსი?”.

ღონისძიების აღწერაში კი წერია:

“უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება ძალიან ცვალებადია. რიგი მიზეზების გამო, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება და სტაბილური გარემოს შექმნა როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან, მათი ინტერესები ურთიერთდამოკიდებულია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხი აქტუალობას არასდროს დაკარგავს. ბოლო დროს შესაძლებელია საუბარი ორმხრივი ურთიერთობის ახალ ეტაპზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო მოხვდა რუსეთის მცხოვრებლებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნების ათეულში, მიმდინარე წელს კი საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა რეკორდულია – 1,5 მილიონი ადამიანი.

არ წყდება სავაჭრო ურთიერთობაც. დღეს რუსეთი ქართული საქონლის ძირითად ბაზრად რჩება,პირველ რიგში ღვინისაც. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი 13-ჯერ არის გაზრდილი” – ნათქვამია აღწერაში.

Фонд Горчакова и "Горчаков-ТВ представляют лекцию "Грузия перед выбором". Гостем нашей студии будет Дмитрий…

Gepostet von Фонд Горчакова am Mittwoch, 13. März 2019

იტვირთბა....