ახალი ამბები მთავარი სამხდრო

ირაკლი სესიაშვილი: სტუდენტები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაცვის პოლიციაში გაივლიან, ყოველთვიურად, 200 ლარს მიიღებენ

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, წვევამდელები, რომლებიც სწავლის პარალელურად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში გაივლიან, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.

სესიაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, წვევამდელები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებითაც ისარგებლებენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი, ერთი მხრივ, ქვეყნის ინტერესს ემსახურება და ამავდროულად, სტუდენტების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

„იმისთვის, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღების მეტი საშუალება ჰქონდეთ, ვთავაზობთ, სამხედრო სავალდებულო სამსახური დაცვის პოლიციის დეპარტამენტში გაიარონ და ანაზღაურებად ხელზე 200 ლარს მიიღებენ. სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ, რაც ხელშეწყობაა, რადგან სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან და ამაში ანაზღაურებას მიიღებენ. დიდი თანხა არ არის მაგრამ სამ დღეში ერთხელ სამსახურის შემთხვევაში, ნორმალურია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იტვირთბა....