მთავარი ციტატა

“დნმ-ებით ბრძოლა საჭირო გახდა იმიტომ, რომ ადამიანს არ აქვს გენეალოგია წესრიგში”

“ჩვენთვის ცნობილია, რომ 15 წლის წინ საპატრიარქომ ჩაატარა საიდუმლოდ ბაგრატიონთა დინასტიის სხვადასხვა წარმომადგენლის დნმ კვლევა. ბატონ ნუგზარს არ აღმოაჩნდა ბაგრატიონების ჰალოჯგუფი. გუშინ ბატონმა ანდრიაძემ ჯერ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ კვლევა არ ჩატარებულა, შემდეგ თქვა, რომ ჩატარდა და ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ირიბად გიორგი ანდრიაძემ გასცა ბატონი ნუგზარის საიდუმლო, რომ იგი არ არის ბაგრატიონი.

მოწინააღმდე მხარე აპელირებს იმაზე, თითქოს ამის დასადასტურებლად საჭიროა სვეტიცხოვლიდან მიცვალებულების ამოთხრა, რაც არის აბსოლუტური სპეკულაცია.

საერთოდ, დნმ-ებით ბრძოლა საჭირო გახდა იმიტომ, რომ ადამიანს არ აქვს გენეალოგია წესრიგში. კვლევა სავალდებულო არ არის, არამედ არის დამატებითი საშუალება, შეავსო აღნიშნული დეფექტი. ჩემი მარწმუნებლის წამრომავლობაში არავის შეუტანია ეჭვი, თვით მოსარჩელე მხარესაც კი. სხვათა შორის, მისი გენეალოგია მოწინააღმდეგე მხარეს ძალიან დეტალურად აქვს გამოკვლეული და რამე ხარვეზი რომ ჰქონდეს, აუცილებლად დაიძრებოდა. დნმ-ის კვლევა ბატონ დავით ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილს არ ჩაუტარებია, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუ საჭირო გახდება ”.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი

იტვირთბა....