aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო ბაგრატიონ-გრუზინსკებისთვის დნმ-ტესტის ჩატარების ინიციტივას უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქო ბაგრატიონ-გრუზინსკებისთვის დნმ-ტესტის ჩატარების ინიციტივას კატეგორიულად უარყოფს.

პატრიარქის პრესსპიკერის, გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნები ადეკვატურია, რადგან მუხრანელს ტიტულების დარიგების უფლება არ აქვს.

“ეს სასაცილო და დილეტანტური განცხადებაა. ყველას შეიძლება ეს შეცდომა მოუვიდეს, რადგან ეს არის ახალი მეცნიერება “ეთნოგენეტიკა” და შესაბამისად, თუ ეს (განცხადება) გამიზნულად არ არის გაკეთებული, რა თქმა უნდა, არასწორია”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა. როგორც ადვოკატმა განმარტა, საპატრიარქოს ინიციატივით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის ჩატარებული დე-ენ-ემ კვლევის თანახმად, გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი.

ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში დედოფალი მეფეს სასამართლოში უჩივის და თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის თქმით, მათი ყოფილი სიძე, დავით ბაგრატიონ მუხრანელი უნებართვოდ იყენებს დინასტიის ტიტულატურას, ფულზე ყიდის სხვადასხვა ორდენებს, ისაკუთრებს ყოფილი მეუღლის ისტორიას და იგონებს არარსებულ მეფეებს, რომელსაც შემდეგ მიაწერს საკუთარ გენეალოგიურ შტოს.

 

იტვირთბა....