ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბილეთი უკვე ვიყიდე”- სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება

უკრაინულ ინტერნეტგამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ მოხვდება.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, უკრაინაში პოლონეთიდან ჩავა. სააკაშვილის თქმით, მას უკვე შეძენილი აქვს შესაბამისი ავიაბილეთი.

„ბორისპოლში ჩასვლას ვგეგმავ. ეს ბილეთი ვიყიდე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო ვერ გადავა მეორე ტურში. ხოლო, როგორც კი ის ვერ გადავა მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მესაზღვრე არ მოისურვებს მისი ბრძანების შესრულებას და უკრაინაში ჩემს არშეშვებას, ასევე მისი სხვა დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სჯერა, რომ უკრაინას მომავალი პეტრო პოროშენკო გარეშე აქვს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. ამჟამად, ის ნიდერლანდებში ცხოვრობს.

იტვირთბა....