ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობას მილიონმა კაცმა ხმა მისცა და ხალხი გარეთ არ გამოიყვანეს” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, გადაცემა რეაქციაში არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა.

“ნაცმოძრაობამ” მილიონამდე ხმა აიღო, მაგრამ ვიღას ახსოვს ახლა გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმები და ის დიდი რაოდენობა. პირიქით, აი ამ სტრატეგიული შეცდომებით რასაც უშვებენ… მილიონმა კაცმა ხმა მისცა და არ გამოიყვანეს ხალხი გარეთ და ხელმოწერას აგროვებენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

კი გამოვიდოდით ჩვენ გარეთ და გავაკეთებდით დიდ აქციას, ბევრი პარტია შემოგვიერთდება, ბევრი არ შემოგვიერთდება და გაიქცევიან სოლოლაკში ბიძინასთან და ეტყვიან, თუ გინდათ შალვას აქციას არ შევუერთდეთ ფული გამოუშვიო. მათ არ გავაკეთებინებთ ფულს.

ეს ის პარტიებია ვინც მიშასთანაც იყვნენ, შევარდნაძესთანაც. მარტო ლეიბორისტული პარტია კი არ უნდა გამოვიდეს გარეთ, “ნაცმოძრაობა” ან სხვა პარტიები, არამედ ეს ივანიშვილის ჩამოგდება იყოს საერთო პოლიტიკური კონსენსუსი, დემოკრატიულად და მშვიდობიანად. მერე დემოკრატიაც წინ იქნება, არცევნებიც”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....