ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი, ჩემ დროსაც ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო, თუმცა ყოველთვის ვიღებდით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სტაბილურობისთვის, განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტრომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დაასრულა. მისი თქმით, ზედმიწევნით დაცულია ორივე პრინციპი, რომლითაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დროს საქართველო ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდა და 2019-2020 წლების განმავლობაში იმოქმედებს.
წყარო: “1tv“