მთავარი ციტატა

დეკანოზი ლომიძე – რა სასაცილო მდგომარეობაშიც ამ ბაგრატიონებმა ჩაიგდეს ამ სასამართლო პროცესებით თავი, სამაგალითოა და საჩვენებელი

“რა სასაცილო მდგომარეობაშიც ამ ბაგრატიონებმა ჩაიგდეს ამ სასამართლო პროცესებით თავი, სამაგალითოა და საჩვენებელი, რა შეიძლება დაემართოთ რელიგიურ ორგანიზაციებსაც თუ მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე და სხვა რელიგიურ საქმეებზე სასამართლოები დაიწყებენ მსჯელობას და გარჩევას. შეხედეთ და გაითვალისწინეთ!”, – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში დედოფალი მეფეს სასამართლოში უჩივის და თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის თქმით, მათი ყოფილი სიძე, დავით ბაგრატიონ მუხრანელი უნებართვოდ იყენებს დინასტიის ტიტულატურას, ფულზე ყიდის სხვადასხვა ორდენებს, ისაკუთრებს ყოფილი მეუღლის ისტორიას და იგონებს არარსებულ მეფეებს.

იტვირთბა....