ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახმეტაში, მეხანძრე-მაშველი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....