ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაზპრომთან მოლაპარაკება, ფაქტობრივად, დასრულებულია” – ბახტაძე

“გაზპრომთან” მოლაპარაკება, ფაქტობრივად, დასრულებულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

როგორც ბახტაძე ამბობს, ორი მიზანი ჰქონდა – ენერგოდამოუკიდებლობა და კონტრაქტის გაუმჯობესება, რასაც სრულად მიაღწია.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, არის დასრულებული. მინდა, შეგახსენოთ ის პრინციპები, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების წარმართვისას – პირველი ესაა ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და მეორე ის, რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში.

ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად განმარტავს ამ საკითხს. თუმცა, ბუნებრივია, მოლაპარაკებები დასრულდა ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....