პენიტენციური დაწესებულებების პერიმეტრს წვევამდელების ნაცვლად კონტრაქტით დასაქმებულები დაიცავენ. ამის შესახებ წულუკიანმა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, სესიაშვილის ინიციატივაა, პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი გაუქმდეს და ეტაპობრივად მოხდეს საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა.
“ეს სამსახური უნდა იყოს მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის ან მათთვის, ვისაც კონტრაქტის საფუძველზე დააინტერესებს, რომ იმსახურონ პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სფეროში”, — ამბობს წულუკიანი.
მისივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველა ახალ დაწესებულებაში ახალი სისტემა ამოქმედდება, არსებულ დაწესებულებებში კი ძველ სისტემას ახლით ეტაპობრივად ჩაანაცვლებე