ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლება ექნებათ” – დანელია

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ, რომელიც ახალი ორგანული კანონის პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლება ექნებათ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეს – ფიზიკურ პირს არ ექნება უფლება, შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუმცა მას იჯარის უფლება შეუზღუდავად ექნება. იურიდიული პირების შემთხვევაში, აუცილებლად დომინანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ქართული სუბიექტი.

მემკვიდრეობის ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, წავახალისოთ ეს მიმართულება და მთელი რიგი შეღავათებია დაწესებული. ასევე, მთავრობის დისკრეციის ნაწილში სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების თვალსაზრისის რჩება ძალაში კანონპროექტი“– აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შარშან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიწის უცხოელებზე გაყიდვის მორატორიუმის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ მემკვიდრეობის საკითხი იყო.

„ახალი კანონით ამ სუბიექტებს ეს პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

იტვირთბა....