მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მართვის მოწმობის კატეგორიებს დაემატება AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიები.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს აქვს ვალდებულება, შეასრულოს მართვის მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა. აღნიშნული ცვლილებები მოიცავს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში მიმდინარე წელს გადატანასაც.