ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სკოლებში ინსპექტირება მუდმივი პროცესია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდებებს პასუხობსმ

მისი თქმით სკოლებში ინსპექტირება მუდმივი პროცესია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება.

საია-ში აცხადებენ, რომ სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ. მათი თქმით, საკითხის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, განათლების სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ ინსპექტირება მხოლოდ შვიდ სკოლაში ჩაატარა.

საია-ს ინფორმაციით, ექვს სკოლაში ინსპექტირება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ჩატარდა, რაც შესაძლოა, არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობა ყოფილიყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკითხის შესწავლა ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩატარების გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.

„ინსპექტირება, აუდიტი, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. მაგრამ რომ არ არსებობდეს პოლიტიკური ეჭვები, პარლამენტში დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რათა დეპუტატებმა და პოლიტიკოსებმა იმსჯელონ. მზად ვართ, საარჩევნო პერიოდში არ განხორციელდეს მსგავსი შემოწმება, თუმცა არ მივესალმები, რადგან თუ დარღვევები ხდება, არ დაზარალდეს რომელიმე სკოლა. რამდენი განაცხადიც შემოდის, უნდა მოვახდინოთ რეაგირება. არ გვაქვს ფუფუნება, რომ უამინდობას ან პოლიტიკურ ამინდს შევხედოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საია მიმართავს პროკურატურას, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მათი კვლევის დეტალები გამოიყენონ.

იტვირთბა....