ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო ტენდერი, რომელშიც მხოლოდ ბილაინი მონაწილეობდა, შესაძლო რისკების გამო შეწყდა

ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი, რომელშიც მხოლოდ შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“) მონაწილეობდა, შეწყდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ მიიღო, რომლის სხდომას შესყიდვების სააგენტოს უფროსი ლევან რაზმაძე, კონკურენციის სააგენტოს უფროსი ნოდარ ხადური, ასევე ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

როგორც სხდომის ოქმშია აღნიშნული, ტენდერში ერთი მონაწილე მობილური ოპერატორის არსებობა შეიცავს რისკს, რომ მისი მცირე ტექნიკური შეფერხების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებს შეექმნათ მასობრივი პრობლემა სატელეფონო კავშირის შენარჩუნების კუთხით, რაც თავისთავად, შეუქმნის საფრთხეს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.

„შემსყიდველ ორგანიზაციებს ეს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ იმ მობილური ოპერატორის ქსელში, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას, მათ შორის, ტერიტორიული დაფარვის კუთხით. გარდა ზემოაღნიშნულისა, უწყვეტი და შეუფერხებელი საკომუნიკაციო მომსახურება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის. ტენდერში ერთი მონაწილე მობილური ოპერატორის არსებობა შეიცავს რისკს, რომ მისი მცირე ტექნიკური შეფერხების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებს შეექმნათ მასობრივი პრობლემა სატელეფონო კავშირის შენარჩუნების კუთხით, რაც თავისთავად, შეუქმნის საფრთხეს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. საკითხის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ზემოაღნიშნული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის კვლევა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება ხელახლა განხორციელდეს “, – აღნიშნულია სხდომის ოქმში.

 

იტვირთბა....