ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა „ენკი-ბენკი“ დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული” – ხაზარაძე

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის ფრაზას ეხამურევა, რომელმაც თქვა, რომ ჩხარტიშვილმა ხაზარაძეს 100:0 მოუგო.

ხაზარაძის განცხადებით მას კალათბურთი არ უთამაშია

„არ ვიცი, კალათბურთი არ მითამაშია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა „ენკი-ბენკი“ დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ კვირის პალიტრას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

იტვირთბა....