“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დააკავონ პსუხიოსბს, რომ ამ სიტუაციაში არაფერს გამორიცხავს.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე აპელირება როგორც მასზე, ისე პარტნიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.
“არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!“, – აღნიშნავს ხაზარაძე.
მისივე შეფასებით, უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლია.
„დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო“, – აღნიშნავს ის.
რაც შეეხება შეკითხვას, “თიბისის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, რამდენად შესაძლოა ანაკლიის კონსორციუმიდანაც გავიდეს, ხაზარაძე პასუხობს: „რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, საქართველოდანაც წადიო“.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ “კვირის პალიტრას” მისცას.