ეთიოპიაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. “ეთიოპიის ავიახაზების” თვითმფრინავის ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, კომპანიის ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა.
თვითმფრინავი ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა.
ჯერჯერობით უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი.