ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თქვენ ხართ ივანიშვილის დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი – სტუდენტის მიმართვა სალომე ზურაბიშვილს

“თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი”, – ასე მიმართა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს ერთ-ერთმა სტუდენტმა, ელენე ცააძემ.

ზურაბიშვილმა ლიეტუვაში სტუდენტებთან დახურული შეხვედრა გამართა.

“ქალბატონო სალომე, თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, სადაც თქვენივე ხელისუფლების მიერ პოლიტდევნილი უფრო მეტია, ვიდრე სტუდენტების რაოდენობაა დღეს, ამ დარბაზში. რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, მოძალადე სახელმწიფო და რუსეთის მიერ არის ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებული. ხვალ და ზეგ, სამწუხაროდ მეტიც იქნება, რადგან არ გვყავს ღირსეული მთავრობა, რომელიც ამის გამო პასუხს მოსთხოვს რუსეთის ფედერაციას.
აგვისტოს ომი, დაიწყო რუსეთმა და 2008 წელს, ჩვენს ტერიტორიაზე, ქართულ მიწაზე ბომბების ჩამოგდებით.მინდოდა დამესვა კითხვა, მომავალი პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის შესახებ, მაგრამ თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი, ამიტომ შეკითხვის დასმას თქვენთვის არანაირი აზრი არა აქვს“, – განაცხადა ელენე ცააძემ.
მისი მიმართვა სალომე იქ დამსწრე ერთ-ერთმა სტუდენტმა ტელეფონით გადაიღო, თუმცა არ გავრცელებულა პრეზიდენტის პასუხის ამსახველი ვიდეომასალა.

იტვირთბა....