ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი ავტომობილში გაუხსნეს.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.