ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით National Geographic-მა ქართველი პატარძლის ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ ის სვანეთშია გადაღებული.
“ამ მთიანი რეგიონში სვანი ხალხის ცხოვრობს, მათ თავიანთი დაუწერელი ენა აქვთ”, – ვკითხულობთ ჟურნალის Instagram გვერდზე.
აქვე ნათქვამია, რომ ფოტოს გამოქვეყნება ქალთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება და მისი მიზანია, ქალთა საოცარი სახეების ჩვენება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.