„2012 წლიდან თქვენ მე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო, რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს “ფრესკოს” დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის ბრალდების კომენტირებისას განუცხადა.
თბილისის მერის თქმით, არც ერთი ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წნეხის ქვეშ არ მოქცეულა. ვერც ერთ ფაქტს ასეთს ვერ დამისახელებთ და არ ვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც, რაღაც კონკრეტული პიროვნება არ ვიცი რაღაც არასწორს და კანონის საწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება თუ ეს რამე სიმართლეს შეეფერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.