“ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც “ფრესკოს” Facebook გვერდზე გავრცელდა, სოფრომაძემ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ განცხადება წაიკითხა, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდა. მისი თქმით, „გირჩი“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდებიან.
„მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როდესაც ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით, ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – ამბობს ვასილ სოფრომაძე.
კომპანია ფრესკოს დამფუძნებლის, ბატონი ვასილ სოფრომაძის განცხადება
კომპანია ფრესკოს დამფუძნებლის, ბატონი ვასილ სოფრომაძის განცხადება
Gepostet von Fresco am Donnerstag, 7. März 2019