ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური განაცხადია – თსუ-ის რექტორი პრემიერის ინიციატივაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე მთავრობის ახალ ინიციატივას – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ეხმაურება.
მისი შეფასებით, ეს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური განაცხადია და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

შარვაშიძის განცხადებით, განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე უპრეცედენტოა და მსგავსი მაჩვენებელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს.

„მშპ-ს 6 პროცენტი – ეს არის უპრეცედენტო ზრდა, მსგავსი მაჩვენებელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს. ძირითადი მიმართულება იქნება ხარისხის გაუმჯობესება. ეს არის ევროპული მიმართულება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან საგანმანათლებლო ევროპულ და კვლევით სივრცეში. ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ყველა თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული განაცხადია. ვუსურვებ ჩემს თავსაც, ჩვენს სტუდენტობასაც, პროფესურასაც, მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, რომ ეს გეგმები განხორციელდეს“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.

იტვირთბა....