შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებს სატელეფონო მომსახურება, “ბილაინმა” გაუწიოს.
სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმცაციას bpn.ge ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი შპს „ვიონი საქართველო“ (ბილაინი) მონაწილეობდა. შესაბამისად, სატენდერო კომისიის მიერ მისი წარდგენილი დოკუმენტაციის დადებითად შეფასების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას სწორედ “ბილაინი” გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი 1-ელ მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 6 მარტს დასრულდა. სატენდერო წინადადება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.