ევროკომისარ, იოჰანეს ჰანის შეფასებით, საქართველომ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ევროკავშირში მონაწილეობით.
მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იძლევა საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თვალსაჩინო და ხელშესახები იყოს.
„საქართველომ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ევროკავშირში მონაწილეობით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იძლევა საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თვალსაჩინო და ხელშესახები იყოს. ეს წყვეტა შეიძლება ძალიან მალე შეივსოს, ჩვენ ასე ვხედავთ მომავალს. აქცენტი გავაკეთოთ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია. ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლებაა და ქართული საზოგადოებაა გარკვეულ ხარვეზებს გამოასწორებს. მითხრეს, რომ რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე 600 ათასი ადამიანი შემოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს თავისთავად გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, თქვენი შესაძლებლობები მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.