“მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშრებით მედიისა და საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა დაისვა. წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს. ისმის ბრალდება, თითქოს, პრეზიდენტი ვალდებულია გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებაში. ეს არ შეესაბამება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას. პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული, უნდა იდგეს ამ რყევების ზემოთ, რამეთ ის სახელმწიფო მდგრადობის უცვლელობის სიმბოლოს წარმოადგენს. ის არის სახელმწიფო მოღვაწე და არა პარტიული ფიგურა. პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა, ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში ჩარევა იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.
იტვირთბა....