ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, პოლიციის შენობის წინ კაცმა თავის დაწვა სცადა

თბილისში, თემქაზე პოლიციის წინ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა.

პოლიციის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისთვის საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ 115 მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“ერთ-ერთმა მოქალაქემ დღეს, დღის განმავლობაში, თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა, რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა. მოგვიანებით 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწყო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა”.

რუსთავი 2 -ის ცნობით, პირი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, ინციდენტამდე ინტერვიუ ტელეკომპანიას მისცა, სადაც თქვა, რომ პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ მის მოთხოვნაზე, ამიტომ მას ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა

იტვირთბა....