ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება. ამის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სესიაზე ირინა ფრუიძემ წარადგინა.

„ეთიკის კოდექსის პირველი განხილვის დროს ჩვენ გვქონდა გარკვეული წინააღმდეგობა. იყო კითხვები პარლამენტის წევრების მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ ეთიკის კოდექსი. ძირითადი კითხვა იყო, ხომ არ ზღუდავს ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრის აზრის გამოხატვის უფლებას და ამასთან დაკავშირებით მიიღეს პარლამენტის წევრებმა საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია. შედეგი არის სახეზე რომ ჩვენ ეთიკის კოდექსი გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული და ახლა უკვე ვმუშაობთ იმაზე რომ შეიქმნას ეთიკის საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის განხორციელებას და აღსრულებას “განაცხადა ირინა ფრუიძემ.

იტვირთბა....