ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოში, 2015-2018 წლებში განქორწინების 37 892 ფაქტი აღირიცხა

“ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ ჩატარბული კვლევის თანახმად, საქართველოში, 2015-2018 წლებში განქორწინების 37 ათას 892 შემთხვევა დაფიქსირდა.
განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისი, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი ლიდერობს.

სტატისტიკა:

2015 წელი – 9 082;

2016 წელი 9 513;

2017 წელი 10 452;

2018 წელი 8 845;

„ახალგაზრდა ადვოკატების” განმარტებით, მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგან, შესაძლოა, მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს.

„მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორითაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია“ -აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

 

იტვირთბა....