დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია.
მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), რომელიც მთელი ზამთარი ცირკულირებდა, ახლა H3N2 და B ტიპის ვირუსია გავრცელებული.
იმნაძე აცხადებს, რომ გრიპის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ზაფხულის მოახლოებამდე ტკიპების სეზონი დაიწყება.