ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი: „ჩვენ ჩვენს პლატფორმას შევინარჩუნებთ და ასევე, შეინარჩუნებს „პატრიოტთა ალიანსი

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპი.

მისივეგანმარტებით, ფრაქცია „პატრიოტებში“ გადასვლა საპარლამენტო მუშაობის ფორმატია და მასში განსაკუთრებული არაფერია.

როგორც ჟორჟოლიანი განმარტავს, ფრაქციას „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები“ ეწოდება და ასახავს იმას, რომ ფრაქციაში წარმოდგენილია ორი პარტიის ხედვა.

„ჩვენ ჩვენს პლატფორმას შევინარჩუნებთ და ასევე, შეინარჩუნებს „პატრიოტთა ალიანსი“. გვექნება თუ არა საერთო გადაკვეთის წერილები – ასეთი წერტილები გვქონია კიდეც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასების ნაწილში, ამ საკითხზე ჩვენი პოზიციები ემთხვეოდა. ასევე იყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების საკითხზე. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია საშუალო და დაბალშემოსავლიან ადამიანთა მდგომაროების გაუმჯობესებაზე.

ჩემთვის მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპი, თანასწორობა კი, სოლიდარობასთან არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი პატრიოტიზმთან”.-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს და ფრაქცია „პატრიოტებში“ გაწევრიანდნენ.

იტვირთბა....