ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ხაზარაძე სესხების განულების პროგრამაზე: “120 მლნ 3 მლნ ლარად ჩამოგვაწერინეს”

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტში გამოსვლისას 17 მლნ-იან ტრანზაქციაზე და ე.წ. „სესხების განულების“ სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას ეროვნულ ბანკთან კითხვები ჰქონდა, მაგრამ სები-სგან პასუხი არ მიუღია.

“ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ვუთხარით, თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე ახალი სების პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას, ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იურკში განაცხადოს, რომ რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად?! ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?! თუმცა ისინი ყველა შეხვედრაზე ესწრობოდნენ ფინანსთა სამინისტროთან ერთად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....