ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძი: კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სიტყვა არ თქმულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის,  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა.

„ვერ წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი და რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემატიკა. რაც შეეხება მუქრის შემცველ კომენტარებს, რომელიც იმ დილით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, ჩვენი აზრით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ზოგადად, როდესაც რუსეთის მხარე საუბრობს შეშფოთებაზე, რასაც მოსკოვში იწვევს ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობა, უმთავრესად ამაზე აკეთებენ აქცენტს. ჩემთან იყო ეს საუბარი, მაგრამ ასეთ ტონალობაში საუბარი არ ყოფილა. უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რაც საჯაროდ გაკეთდა”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე: ზურაბ აბაშიძე: კარასინმა მკითხა, რით არის გამოწვეული აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა ჩემს შეხვედრას ივანიშვილთან

იტვირთბა....