გუშინ ღამით, წავკისი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.