ვიდეო ვიდეობლოგი მთავარი საზოგადოება

ჩვენ ვერ ვახერხებთ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვას – მაია ცირამუას ვიდეობლოგი „მეტრონომზე“

tsiramuaa

„ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვისაც ბავშვის ბედნიერება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ, უფრო  მშობლისა და უფროსი ადამიანის“, – ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ „მეტრონომის“ ვიდეობლოგში განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ ვახერხებთ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვას, ვერც ოჯახში, ვერც სკოლაში და ვერც იმ სისტემებში, რომლებზეც სახელმწიფოს აქვს მეურვეობა აღებული.

„ბავშვები ძალიან იშვიათად ტყუიან მათ მიმართ ძალადობის შესახებ, პირიქით, უფრო ხშირად, მალავენ, როდესაც მათ ცუდად ექცევიან, მალავენ შიშის, სირცხვილის გამო, იმის გამო, რომ წინასწარ იციან, უფროსები არ დაუჯერებენ.

ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მე მინახავს ბავშვთა უფლებების კუთხით, არის სწორედ იმ ბავშვებთან მოქცევა, რომლებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენ ვერ ვახერხებთ ასეთი ბავშვების დაცვას ვერსად, ვერც ოჯახში, ვერც სკოლაში და ვერც იმ სისტემებში, რომლებზეც სახელმწიფოს აქვს აღებული მეურვეობა. იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ძალიან ხშირია ბავშვების ცხოვრებაში, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ნამდვილად არ წარმოვადგენთ იმ საზოგადოებას, რომელიც ბავშვზეა ორიენტირებული. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვისაც ბავშვის ბედნიერება კი არა, უფრო მშობლის და უფროსი ადამიანის ბედნიერებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ბავშვის ცხოვრებას ვგეგმავთ და ვაგებთ იმის მიხედვით, რა გაუხარდება მშობელს და არა იმის მიხედვით, თუ რა გაახარებს და რა გახდის ბედნიერს ბავშვს“, – ამბობს მაია ცირამუა.

იხილეთ სხვა ვიდეობლოგები

იტვირთბა....