ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა” – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ 2018 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა,

2018 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატი აკვირდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესს. ანგარიშის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები უმეტესად ხორციელდება მოსამართლის განჩინების საფუძველზე და საკმაოდ შემცირებულია მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორის დადგენილებით ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყება.

2018 წელს ინსპექტორის აპარატში 1397 განჩინება შევიდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ, აქედან შეჩერდა 96 განჩინება, უფლებამოსილ ორგანოს ეცნობა 9 განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერასთან დაკავშირებული ერთი საქმე, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.

ამასთან ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს პროკურატურა დაკისრებულ ვალდებულებას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს იმ პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, სათანადოდ არ ასრულებდა.

„შემოწმების შედეგად გამოვლინდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპისა და მონაცემთა უსაფრთხოების წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი. ამასთან, საქართველოს პროკურატურას მიეცა შესასრულებლად სავალდებულო დავალებები“, -აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....