ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მონაცემთა არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმების გამო, შსს-დან თანამშრომელი გაათავისუფლეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომ მონაცემთა არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროდან თანამშრომელი გაათავისუფლეს,

დოკუმენტის მიხედვით, შსს-ს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად განსახორციელებლად შექმნილი აქვს ცენტრალური საინფორმაციო ბანკი, სადაც საკმაოდ მოცულობითი, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, მონაცემები იყრის თავს.

„საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა შეისწავლა მონაცემებზე წვდომის კანონიერების რამდენიმე შემთხვევა და შედეგად, გამოავლინა არასამსახურებრივი მიზნით წვდომისა და კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავების ცალკეული შემთხვევები. ინსპექტორის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებული მონაცემები გადაამოწმა არასამსახურებრივი მიზნით, რაც მკაცრ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნიეს და თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა “, – აღნიშნულია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

იტვირთბა....