ეუთომ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატებს შეეძლოთ საარჩევნო კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტული და მაღალ პროფესიონალურ დონეზე ადმინისტრირებული იყო, ამომრჩეველს კი თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდა.
არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიანი იყო, საარჩევნო პროცესი კი კარგად ადმინისტრირებული.
ანგარიშში, ასევე, საუბარია არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ვალების განულებას ეხებოდა.
ეუთო აღნიშნულ ინიციატივას არასამართლიანად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამან უპირატესობის მიანიჭა კერძო საფინანსო ინსტიტუტის მიერ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს.
გარდა ამისა, მონიტორინგის ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა, და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.