ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯილდო 1 მილიონი დოლარი – იძებნება ბინ ლადენის ვაჟი

ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ვაჟზე, ჰამზა ბინ ლადენზე აშშ-მ ძებნა გამოაცხადა და უფრო მეტიც, მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენისთვის ჯილდოდ მილიონი დოლარი დააწესა. როგორც ირკვევა, ჰამზა ბინ ლადენი მამის სიკვდილის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი გახდა. ის პერიოდულად აქვეყნებს მუქარის შემცველ ვიდეომიმართვებსა და იგივე შინარსის აუდიოჩანაწერებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის დაქორწინდა მოჰამედ ატეს შვილზე, რომელმაც 2001 წელს ოთხიდან ერთ-ერთი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცა და ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეაჯახა.

შეგახსენებთ, ოსამა ბინ ლადენი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაციის დროს 2011 წელს პაკისტანში მოკლეს.

 

იტვირთბა....