გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან იკრძალება.
„აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას. ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს და ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.
შეგახსენებთ, რომ ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.