ახალი ამბები მთავარი სამართალი

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი უზენაესმა უდანაშაულოდ ცნო

სამტრედიის მუნიციპალიტეტში პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც საგამოძიებო ორგანო დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

თევზაძის უფლებადამცველის, ლედი ტუკვაძის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

„დავამტკიცეთ, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე არის უდანაშაულო. უზენაესმა სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა“, – აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.
სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 2016 აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე კი წერილი დატოვა, რომელშიც წერდა, რომ  თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო.

იტვირთბა....