აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა დაიწყო. ისინი ბირთვული განიარაღების საკითხზე შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
ტრამპის თქმით, ახლა მთავარია, შეხვედრამ დადებითი შედეგი გამოიღოს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერიც შეხვედრის დაწყებამდე იმედს გამოთქვამდა, რომ მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და კარგი შედეგი დაიდება.
შეგახსენებთ, ვიეტნამის დედაქალაქში კიმ ჩენ ინსა და ტრამპს შორის პირველი შეხვედრა მეტროპოლის სასტუმროში თითქმის ერთ საათი გაგძელდა. შეხვედრის შემდეგ ტრამპი პრესკონფერენციას გამართავს.